დირქტორი: კოსტანტინე არველაძე
კოსტანტინე არველაძე დაიბადა 1972 წლის 2 მარტს.
დაამთავრა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საშუალო სკოლა. სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში,ეკონომიკური აღრიცხვის, კონტროლისა და ანალიზის სპეციალობით.
ასევე სწავლობდა საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტში სიგნალიზაცია და კავშირგაბმულობის ინჟინერის სპეციალობით.
1990 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს რკინიგზაში. 2004 წელს დაინიშნა დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2005 წელს — დირექტორად.
2015-2018 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ აბაშის ,,კეთილმოწყობის“ სამსახურში აპარატის უფროსის თანამდებობაზე,ხოლო 2018–2025 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ სამსახურის დირექტორის მოადგილედ.
2026 წლიდან დღემდე მუშაობს ა(ა)იპ აბაშის ,,კეთილმოწყობის“ დირექტორად.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
