
დირექტორის მოადგილე : თოფურია ზურაბი
თოფურია ზურაბი დაიბადა 1975 წლის 5 მაისს.
დაამთავრა აბაშის N1 საშუალო სკოლა.
1995-2000 წლებში სწავლობდა ქ.თბილისის ,,ლეგია და კომპანიის’’ უნივერსიტეტში სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე.
2004-2007 წლებში მუშაობდა ქუთაისის N1 პოლიკლინიკასთან არსებულ სტომატოლოგიურ კაბინეტში.
2007-2012 წლებში დაარსა ინდმეწარმე ,,ზურაბი თოფურია’’ სტომატოლოგიური კაბინეტი.
2013-2014 წლებში მუშაობდა თბილისში სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებში.
2016 წლიდან მუშაობდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელედ.
2022 წლიდან დღემდე მუშაობს ა(ა)იპ აბაშის ,,კეთილმოწყობის’’დირექტორის მოადგილედ.

დირექტორის მოადგილე : დევი ჯაკონია
დევი ჯაკონია დაიბადა 1967 წლის 10 მაისს.
1985 წელს დაამთავრა ქალაქ სოხუმის მე-16 საშუალო სკოლა. სწავლობდა სოხუმის მაქსიმ მარკის სახელობის უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სოხუმის ფილიალში,ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
1985-1988 წლებში მსახურობდა ჯარში.
1993-2004 წლებში მუშაობდა შ.ს.ს-ში ექსპერტ კრიმინალისტიკურ განყოფილებაში,ექსპერტ-კრიმინალისტად.
2021-წელს დაინიშნა ა(ა)იპ აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად.
2026 წლიდან დღემდე მუშაობს ა(ა)იპ აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ დირექტორის მოადგილედ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დირექტორის მოადგილე : რუსლანდი ბოკუჩავა
რუსლანდი ბოკუჩავა დაიბადა 1967 წლის 7მაისს.
დაამთავრა აბაშის N1 საშუალო სკოლა. სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე.
1992 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი.
2008-2016 წლებში მუშაობდა ,,ენერგო პრო ჯორჯია’’-ში ტექნიკოს ელექტრიკოსად.
2016-2020 წლებში – ქალაქ აბაშის მუნიციპალიტეტის რწმუნებულად.
2020-2025 წლებში – ა(ა)იპ აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ გარე-განათების სამსახურის უფროსად.
2026 წლიდან დღემდე მუშაობს ა(ა)იპ აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ დირექტორის მოადგილედ.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
