აბაშის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება დასუფთავებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის საგაზაფხულო სამუშაოები.
ასევე, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით იწმინდება წყალსაწრეტი არხები და სანიაღვრე ჭები.
პარალელურად ხორციელდება მწვანე ზონების მოწესრიგება – ხეების გასხვლა, ბუჩქნარების ფორმირება, გაზონების მოვლა.
მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის სამუშაოებს, რათა კიდევ უფრო მოწესრიგებული, სუფთა და კომფორტული გარემო შევუქმნათ ადგილობრივ მოსახლეობას.







