ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილი სამუშაოები გრძელდება

აბაშის „კეთილმოწყობის“ შესაბამისმა სამსახურებმა კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს სამუშაოები:
გაითიბა თავისუფლებისა და უჩა კაჭარავას ქუჩების გვერდულები, №157 ბინასთან არსებული ბავშვთა გასართობი სივრცე, ტყვირის სკოლის, ზანათის ბაღის, ონტოფოს სკოლისა და მაიდნის საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოები, ასევე ბულვანის, გულუხეთის, გეზათის, ნორიოს, მაიდნის, სამიქაოსა და მარნის ორი სასაფლაო.
ქალაქში, ონტოფოში, მაიდანში, მარანსა და ეწერში მოწესრიგდა გარე განათების ქსელი.