მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების სამუშაოები აქტიურად გრძელდება

აბაშის „კეთილმოწყობის“ შესაბამისმა სამსახურებმა კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე სამუშაოები განახორციელეს:
გაითიბა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერები, პირველი საჯარო სკოლის, ნოღოხაშის სკოლისა და ონტოფოს საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოები, აგრეთვე კვათანის, წყემის, სუჯუნისა და საკაჭარაოს სასაფლაოები.
საკაჭარაოს სასაფლაოზე მოიჭრა თელის ხე, ხოლო კვათანის სასაფლაოზე — ორი გამხმარი ნაძვი. აგრეთვე, შეიწამლა მწვანე ნარგავები.
მაცხოვრისკარში, ძველ აბაშაში, სეფიეთში, ეწერში, მარანში, ნორიოში, ონტოფოში, ნოღოხაშსა და ქალაქში მოწესრიგდა გარე განათების ქსელი.