,,კეთილმოწყობის’’ სამსახურის მიმდინარე სამუშაოები

აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ შესაბამისმა სამსახურებმა, კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს სამუშაოები:
ქალაქის ტერიტორიაზე, წყემსა და სუჯუნაში მოწესრიგდა გარე-განათების ქსელი.
გაითიბა უჩა კაჭარავას და სიმონ ჩიქოვანის ქუჩის გვერდულები, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია, ტყვირის საბავშვო ბაგა-ბაღი და ამბულატორია, მაიდნის საბავშვო ბაგა-ბაღი, ნოღოხაშის სკოლის ეზო, ტყვირის, მაცხოვრისკარის, მარნის, პირველი მაისის, ეწერისა და სუჯუნის სასაფლაოები.