ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ სამსახურებმა სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილი სამუშაოები განახორციელეს

ა(ა)იპ ,,აბაშის კეთილმოწყობის” შესაბამისმა სამსახურებმა დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილი სამუშაოები განახორციელეს.
სოფელ სუჯუნის (სახოშტარიოს) მეორე სასაფლაოსა და ქალაქის მემორიალთან მდებარე სასაფლაოზე გეგმური დასუფთავებისა და გათიბვის სამუშაოები განახორციელეს. გაითიბა საფლავებთან მისასვლელი გზების შიდა და გარე პერიმეტრი, დასუფთავდა ტერიტორია, შეგროვდა საფლავების მოვლის შედეგად დაგროვილი მცენარეული ნარჩენები.
აღნიშნული სამუშაოები სასაფლაოების მართვის სამსახურის მიერ სისტემატურად ხორციელდება, რათა სასაფლაოების ტერიტორია მუდმივად სუფთა, მოწესრიგებული და მოვლილი იყოს.
გამწვანებისა და გარემოს დაცვის სამსახურის მიერ, თავისუფლების ქუჩაზე, კლინიკა „ევექსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, განხორციელდა მწვანე ნარგავების გასხვლა-ფორმირების სამუშაოები.
გარე განათების სამსახურის მიერ სოფელ მაცხოვრისკარსა და სოფელ კეთილარში განხორციელდა გარე განათების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები. შეიცვალა დაზიანებული გარე განათების ფანრები და LED ნათურები, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, ასევე განხორციელდა ხეების ტოტების გასხვლა, რათა უზრუნველყოფილი იყოს გარე განათების ქსელის უსაფრთხო, შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირება.