ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილი სამუშაოები გრძელდება

აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ შესაბამისმა სამსახურებმა დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს სამუშაოები:

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გასართობი სივრცე რკინის კონსტრუქციით შემოისაზღვრა, რაც სივრცის უსაფრთხოებისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფას ემსახურება.

თავისუფლების ქუჩაზე, კლინიკა „ევექსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, განხორციელდა მწვანე ნარგავების გასხვლა-ფორმირების სამუშაოები.

გაითიბა სოფელ მაცხოვრისკარისა და სოფელ საგვაზაოს საჯარო სკოლების ეზოების შიდა და გარე პერიმეტრები, ასევე სოფელ საგვაზაოს საჯარო სკოლის წინ მდებარე სკვერის ტერიტორია.

უჩა კაჭარავას ქუჩაზე საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული სანიაღვრე არხები გაიწმინდა.
ასევე გაითიბა ზანათისა და მაცხოვრისკარის სასაფლაოებზე საფეხმავლო ბილიკის მიმდებარე ტერიტორია, ასევე გაითიბა საფლავებთან მისასვლელი გზების შიდა და გარე პერიმეტრი.

გარე განათების სამსახურის მიერ სოფელ პირველ მაისსა და სოფელ კეთილარში განხორციელდა გარე განათების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები.