ა(ა)იპ „კეთილმოწყობის“ სამსახურების მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე გეგმური სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს გაითიბა სოფელ ძველი აბაშის სკოლის, სოფლის ამბულატორიისა და საგვაზაოს ამბულატორიის ეზოების შიდა და გარე პერიმეტრები.
თავისუფლების ქუჩაზე გზისპირა გაზონების გათიბვა-შეგროვების სამუშაოები ჩატარდა.
კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სამი სასაფლაოს (გულეიკარი, კოდორი და კეთილარი) და ტაძრის ეზოს შიდა და გარე პერიმეტრზე დასუფთავებისა და გათიბვის სამუშაოები ჩატარდა.
თავისუფლების ქუჩაზე, ასევე სოფელ სეფიეთსა და ონტოფოში, გარე განათების ქსელი სრულად აღდგა.








