მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების სამუშაოები აქტიურად გრძელდება

აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ შესაბამისმა სამსახურებმა კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს სამუშაოები:
ტყვირში, მაიდანში, გეზათში, ზანათში, ძველ აბაშაში, ეწერსა და სოფელ სეფიეთში მოწესრიგდა გარე განათების ქსელი.
გაითიბა თავისუფლებისა და უჩა კაჭარავას ქუჩების გვერდულები, ძველი აბაშის სკოლის, ნაესაკოვოს ამბულატორიის, საბავშვო ბაღის, სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმის, სკვერების, სასაფლაოებისა და ტაძრების ეზოები.
საკაჭარაოს, კაპანის, ძველი აბაშის, ნოღოხაშის (საჭანტურიო) და ნორიოს სასაფლაოებზე განხორციელდა ბალახის წამლობა. ქალაქის სასაფლაოზე მოიჭრა გამხმარი ხე და ხის ტოტები.