მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების სამუშაოები აქტიურად გრძელდება

აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ შესაბამისმა სამსახურებმა, კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს სამუშაოები:
გათიბულ იქნა თავისუფლებისა და უჩა კაჭარავას ქუჩების გვერდულები, პირველი მაისის სკოლის, კოდორის სკოლის, წყემის ტაძრის ეზოები, ასევე, ქოლობნის, ბულვანის, გულუხეთის, გეზათის სასაფლაოების ეზოები, სეფიეთის სტადიონი და საბავშვო ბაღის ეზოს შიდა და გარე პერიმეტრი, გაიწმინდა სანიაღვრე არხები.
ასევე ჩატარდა მწვანე ნარგავების გასხვლა-ფორმირება. ქალაქის, ნოღოხაშის მეორე, კვათანის პირველი და კვათანის მეორე სასაფლაოებზე განხორციელდა ბალახის წამლობა. სოფელ სეფიეთში ტაძრის ეზოს მიმდებარედ მოიჭრა გამხმარი ხე და ხის ტოტები.
აბაშაში, ონტოფოში, ზანათში, ძველ აბაშაში, სეფიეთში, მაცხოვრისკარში და ნაესაკოვოში მოწესრიგდა გარე განათების ქსელი.