ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილი სამუშაოები გრძელდება

აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ შესაბამისმა სამსახურებმა, კვირის განმავლობაში განახორციელეს სხვადასხვა ტიპის სამუშაო:
წყემში, ქოლობანში, კეთილარში, მარანში, ზანათში, მაიდანში, მაცხოვრისკარში, კაპანასა და ძველ აბაშაში მოწესრიგდა გარე განათების ქსელი.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში ბავშვთა გასართობი სივრცის ღობე შეიღება, მწვანე ნარგავები გაისხლა, სკვერში რეაბილიტირდა სკამები.
გაითიბა თავისუფლების ქუჩაზე არსებული მინი ფეხბურთის სტადიონი, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია, ნორიოს საბავშვო ბაღის ეზო, სამიქაოს სკვერი, მაიდნის სკოლის, ტურისტული ცენტრის, გიორგი ნადარეიშვილის სახელობის სკვერი, ძველი აბაშის ამბულატორის ეზო, ასევე პირველი მაისის (ნამწარეულის), ტყვირის, მარნის (დუნდუების), ონტოფოს ორი სასაფლაოსა და ტაძრის ეზოები, გაიწმინდა სანიაღვრე არხები.
განხორციელდა ბალახის საწინააღმდეგო წამლობა შემდეგ ტერიტორიებზე: კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმისა და ტურისტული ცენტრის საფეხმავლო ბილიკზე, ნაესაკოვოს, ზანათისა და ონტოფოს სასაფლაოებზე.