ჩატარდა სხვადასხვა სახის კეთილმოწყობითი სამუშაო

აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ შესაბამისმა სამსახურებმა, კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს სამუშაოები:
ეწერში, ძველ აბაშაში, ქალაქსა და კეთილარში მოწესრიგდა გარე განათების ქსელი. გაითიბა თავისუფლებისა და უჩა კაჭარავას ქუჩების გვერდულები, პირველი საბავშვო ბაგა-ბაღის, ქოლობნის, სუჯუნის სასაფლაოები და ტაძრის ეზო, ძიგურის, გეზათის სკოლის, ნოღოხაშის სკოლის ეზოები. ეწერში ჩამოიჭრა ხის გამხმარი ტოტები.

ბალახი შეიწამლა კოდორის, კეთილარის, გულეიკარის, ტყვირის და ცილორის სასაფლაოებზე.