ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოები გრძელდება

აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ შესაბამისმა სამსახურებმა, კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს სამუშაოები:

ძველ აბაშაში, სუჯუნაში, ონტოფოში, ტყვირში, ნოღოხაშში, ქოლობანსა და მაცხოვრისკარში მოწესრიგდა გარე განათების ქსელი.
გაითიბა კლინიკა „ევექსის“, საკათედრო ტაძრის, ტყვირის ტაძრის, ძველი აბაშისა და ტყვირის სასაფლაოების, ზანათის საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და სკვერის, ნაესაკოვოს სკოლის, სუჯუნის სკოლისა და საბავშვო ბაღის ეზოები. გაიწმინდა სანიაღვრე არხები.