ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის” მიერ მუნიციპალიტეტში შესრულებული მიმდინარე სამუშაოები

აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ შესაბამისმა სამსახურებმა, კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს სამუშაოები:

ნაესაკოვოში, ქოლობანში, სეფიეთში და ქალაქში მოწესრიგდა გარე განათების ქსელი.
გაითიბა თავისუფლებისა და უჩა კაჭარავას ქუჩების გვერდულები, ნორიოს, მაცხოვრისკარისა და საკაჭარაოს სასაფლაოები, ასევე ტაძრის ეზო.
პირველი მაისის, გაუწყინარის, სუჯუნის სკოლისა და ამბულატორიის, მაცხოვრისკარის ბაგა-ბაღისა და სკოლის, ეწერის ბაგა-ბაღის, აკაკი ხოშტარიას სახლის, ტყვირის, ზანათის, კვათანისა და მარნის სკოლების ეზოები.
ქალაქის სასაფლაოზე მოიჭრა გამხმარი ხე.
ბალახი შეიწამლა საკაჭარაოს, ძიგურის, ნოღოხაშის I და ნოღოხაშის II სასაფლაოებზე.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში მწვანე ნარგავების ფერტიგაციის მეთოდით განოყიერება განხორციელდა.