გრძელდება კეთილმოწყობის სამუშაოები

აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ შესაბამისმა სამსახურებმა, კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს სამუშაოები: ტყვირში, სეფიეთში, პირველ მაისში, ონტოფოში, მარანსა და ეწერში მოწესრიგდა გარე განათების ქსელი.

გაითიბა თავისუფლების ქუჩის გვერდულები, ასევე სეფიეთის, გაუწყინარის სკოლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის, პირველი საჯარო სკოლის, პირველი მაისის, ონტოფოს სკოლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის, ტყვირის საბავშვო ბაგა-ბაღის, ქოლობნის, წყემის, კეთილარის, ნორიოს საბავშვო ბაგა-ბაღის, საგვაზაოს, ნაესაკოვოს საბავშვო ბაგა-ბაღისა და ამბულატორიის ეზოები, ასევე, გაიწმინდა სანიაღვრე არხები.