,,კეთილმოწყობის’’ სამსახურის მიმდინარე სამუშაოები

აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ შესაბამისმა სამსახურებმა, კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს სამუშაოები:

მარანში,ონტოფოში,გეზათში,ზანათში და ქოლობანში მოწესრიგდა გარე-განათების ქსელი.
გაითიბა თავისუფლების ქუჩის გვერდულები,ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი,კოსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახლ-მუზეუმი,მარნის კულტურის სახლი და საბავშვო ბაგა-ბაღი,ქოლობნის სკვერი,კვათანის და გაუწყინარის სასაფლაოები,ასევე საკაჭარაოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მორებად დაიჭრა ხეები და დასუფთავდა ტერიტორია.