აბაშის ,,კეთილმოწყობის’’ შესაბამისმა სამსახურებმა, კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს სამუშაოები:
გაითიბა თავისუფლების და უჩა კაჭარავას ქუჩის გვერდულები, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი, აკაკი ხოშტარიას სახელობის სახლ-მუზეუმი, ძველი აბაშის სკოლის ეზო, ნორიოს, ნაესაკოვოს, სახოშტარიოს, კოდორის, სუჯუნის სასაფლაო და ტაძრის ეზოები. ქალაქის ტერიტორიაზე გაიწმინდა სანიაღვრე არხები.
ქოლობანში, მაიდანში, სეფიეთში, ზანათში, სუჯუნაში და პირველ მაისში მოწესრიგდა გარე-განათების ქსელი.

